გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
კლასიკური მუსიკა
|
საგანი/ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
|
მუსიკა, ნაზიბროლა გოჩიაშვილი
|
სწავლების საფეხური / კლასი
|
VIII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
31 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე ორიენტირებული-კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა.
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპთან შესაბამისობა
|
პრობლემის გადაჭრა იმიტომ, რომ მოსწავლეები გაიაზრებენ და გადაჭრიaნ პრობლემას,
კრიტიკული აზროვნება იმიტომ, რომ არგუმენტირებულად იმსჯელობენ და კრიტიკულად განიხილავენ მოსაზრებებს, ფაქტებს, კომუნიკაცია იმიტომ რომ სხვებს უსმენენ და აზიარებენ ინფორმაციას, ასევე საკუთარი მოsაზრება მიაქვთ მსმენელამდე.
|
სასწავლო მიზნები
|
მოსწავლემ შეძლოს
·
კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ იმსჯელოს იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია მსმენელის ნაკლები ყურადღება ამ ჟანრის მიმართ.
·
იმსჯელოს იმ ფაქტორებზე, რაც ხელს უშლის კლასიკური მუსიკის განვითარებას.
·
შეძლოს პრობლემების იდენტიფიცირება,
გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების გაანალიზება, დასახოს გადაჭრის გზები.
ხელი შეეწყოს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
ხელი შეეწყოს მოსწავლეებში კრიტიკული და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
|
ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა
|
მუს.VIII.5.
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
·
საუბრობს და განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს, სტილს -კლასიკური.
მუს.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
·
წარადგენს საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების შესახებ;
მუს.VIII.7. მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო
მუსიკალური ხელოვნების ცნობილი ნიმუშების დახასიათება.
·
ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებს და საუბრობს მათ დამახასიათებელ ნიშნებზე;
·
ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ეპოქის (დამახასიათებელი სტილის, თემატიკას, ხელწერას.)
მუს.VIII.8. მოსწავლეს აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
·
განასხვავებს მუსიკალურ სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
·
მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურისა და ეპოქის შესახებ კონკრეტული მუსიკის გაცნობით.
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლემ იცის რას ნიშნავს კლასიკური მუსიკა, გააჩნია ფაქტობრივი ცოდნა კლასიკური მუსიკის განვითარებისა და მისი ისტორიის შესახებ, იცნობს კლასიკური მუსიკის ნიმუშებს, შეუძლია მისი მოსმენა და განხილვა ისტორიული განვითარების კონტექსტში.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
აქტივობა 1-საორგანიზაციო საკითხების მოგვარება აქტივობა 2- მასწავლებელი მოსწავლეებს საკუთარი სურვილების შესაბამისად დასვამს წრეზე და სთხოვს მოუსმინონ კლასიკურ მუსიკას ( ფ. შოპენის - ვალსი პარალელურად მოსწავლეები კლასში გამოფენილ სურათებს აქცევენ ყურადღებას.
(კლასიკოსი კომპოზიტორები, შემსრულებლები, დირიჟორები ), სურათები არის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების, მაგრამ ყველას აერთიანებს კლასიკური მუსიკის სიყვარული.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
შეფასება - განმავითარებელი. დისკუსიის შეფასების რუბრიკა.
|
სასწავლო რესურსები
|
კომპიუტერი,პროექტორი., კალამი, მარკერი, ვიზუალური მასალა,
|
მასწავლებლის თვითშეფასება
|
მასწავლებლის რეფლექსია
|
შედეგი
|
·
მოსწავლე უსმენს კლასიკურ მუსიკას და მსჯელობს იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია მსმენელის ნაკლები ყურადღება ამ ჟანრის მიმართ.
·
აფასებს იმ ფაქტორების მიხედვით,რაც ხელს უშლის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
·
ადგენს პრობლემას, განიხილავს და სახავს მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს.
·
შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულად გამოთქმა.
|
No comments:
Post a Comment