Monday, May 13, 2019





სამოდელო გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ჩვენი თვალით დანახული ოპერა. რიჰარდ ვაგნერის -,,ტრისტანი და იზოლდისმიხედვით.
საგანი/ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
მუსიკა, ნაზიბროლა გოჩიაშვილი
სწავლების საფეხური / კლასი
VIIIკლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე, სსსმ  მოსწავლე კლასში  არ არის.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე ორიენტირებული: კრიტიკული და შემოქმედებითი   აზროვნება.
სამოდელო გაკვეთილის ტიპთან შესაბამისობა
კრიტიკული აზროვნება ვითარდება იმიტომ, რომ კრიტიკის ფაზაზე მოსწავლეები განიხილავენ ფაქტებს და არგუმენტირებულად იმსჯელებენ. შემოქმედებითი იმიტომ, რომ ოცნების ეტაპზე მოსწავლეებში გამოყენებული მეთოდი ზრდის წარმოსახვისა და  თვითგამოხატვის უნარებს.
სასწავლო მიზნები
მოსწავლეებმა  შეძლონ:

·         იდეების გენერირება რიჰარდ ვაგნერის ,,ტრისტანი და იზოლდისსცენურ საოპერო ვერსიასთან დაკავშირებით.
·         ვერსიების, სავარაუდო გზებისა და საშუალებების გაანალიზება.
·         მოვლენებისა და ფაქტების კრიტიკული, არგუმენტირებული შეფასება.
·         საკუთარი იდეის ან ნამუშევრის წარდგენა.

ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა

მუს.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.
  • წარადგენს  საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების შესახებ;
  • შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებებს.
  • მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს.
მუს.VIII.8.  მოსწავლეს აღიქვამს  მუსიკას,  როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.  
·         მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურისა და ეპოქის შესახებ კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების გაცნობით.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლემ  იცის რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფიული ცნობები. გააჩნია ფაქტობრივი ცოდნა რომანტიკული მუსიკის, უდიდესი რეფორმატორის შემოქმედების შესახებ.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
















      
აქტივობა  1-საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება
 აქტივობა 2-  ვინ არის ეს პერსონაჟი?-მასწავლებელი გამოწვევის ფაზაზე  მოსწავლეებს  მათი სურვილის შესაბამისად  გადაანაწილებს სამ ჯგუფად და აძლევს მითითებას, ყურადღებით დაათვალიერონ  სტუმრის სტატუსით კლასში შემოსული დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა გმირის ფორმებში ჩაცმულები განასახიერებენ  ოპერის პერსონაჟებს. მასწავლებელი თითოეული  ჯგუფიდან  დაფასთან იძახებს ერთ წარმომაგენელს, რომელიც  იქვე სპონტანურად 1 წთ- ის განმავლობაში, ქმნის  რაიმე მოკლე ისტორიას, რაც გაუგია, წაუკითხავს ან უნახავს,  ზოგადად ამ პერსონაჟის შესახებ.  
                კლასის   ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.

აქტივობა 3 ასწავლებელი  ასევე გამოწვევის ფაზაზე ყველა ჯგუფს დაურიგებს წინასწარ  გამზადებულ კროსვორდს, რომლის ჰორიზონტალურ სვეტში ეტაპობრივაად  განთავსდება  ცნობილი საოპერო რეფორმატორის სახელი,, ვაგნერი“. 
ამის შემდეგ მიმართავს კლასს.
1.რა იქნება ჩვენი გაკვეთილის მთავარი  თემა და მიზანი?
              მასწავლებელი შეეცდება მოსწავლეებმა თავად გამოიცნონ გაკვეთილის თემა და  მიზანი, თვითონაც  ჩაერთვება და ჩამოაყლიბებს გაკვეთილის მიზნებს და მოსწავლეებს  გააცნობს, რომ შეფასდებიან საპრეზენტაციო   და ჩართულობის რუბრიკებით.
   კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.


                      აქტივობა 4 -მინი ლექცია
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მოკლე ინფორმაციას როგორ მიაღწია დისნეიმ წარმატებას თავის საქმიანობაში და პარალელურად ასმენინებს კლასიკურ მუსიკას. ასევე  საუბრობს, როგორ უნდა იმუშაონ ჯგუფურად, რომ საკუთარ შემოქმედებით იდეებზე დაყრდნობით და ვაგნერის  ოპერის ლიბრეტოს გათვალისწინებით შექმნან  სკუთარი ინტერპრეტაციული  ლიბრეტოს ვარიანტი. რომელიც გამოძახილი იქნება იმ ეპოქის რაზეც აქცენტს გააკეთებენ ჯგუფური შეთანხმებით. მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდება ნაწარმოების ლიბრეტო, რომელსაც გაეცნობიან და ჩამოაყალიბებენ  საკუთარ მოსაზრებებს.  ვაგნერის ოპერა,, ტრისტანი და იზოლდასლიბრეტოს გასაცნობად ეძლევათ დრო 5წთ.
კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.

 აქტივობა 5 -  მეთოდი ,,აზროვნების სამი სკამი
       .       
 პირველ ეტაპზე - ამ ეტაპზე მოსწავლეები შედიან პირველ ოთახში, სადაც შესაბამისი გარემო დახვდებათ ოცნებისთვის.მასწავლებელი  ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს ოცნების დონეზე სთავაზობს წარმოიდგინონ, რომ თითოეული  ჯგუფი წარმოადგენს იმ შემოქმედებით კოლექტივს, რომელმაც უნდა შექმნას ახალი საოპერო ლიბრეტო, თავისი მხატვრული გაფორმებითა და მუსიკით, რომელსაც შესთავაზებს მოწვეულ რეჟისორს. ამის შემდეგ  აცნობს მეთოდის პრინციპს, რომლის თანახმადაც მათ უფლება აქვთ,უსაზღვრო ოცნების. ყველა ჯუფში წამოჭრილი იდეას აქვს შანსი იქცეს ახალ და ადეკვატურ მიდგომად. მოსწავლეები კლასიკური  მუსიკის ფონზე ოცნებობენ,  და თაბახის ფურცელზე პასუხობენ კითხვებს, რომელიც სამუშაოს დაწყებამდე ურიგდებათ
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური

მეორე ეტაპზე - ამ ეტაპზე მოსწავლეები გადაინაცვლებენ მეორე ოთახში სადაც შესაბამისი გარემო დახვდებთ. მასწავლებელი  მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს სთხოვს, რომ წინასწარი შეთანხმებით  ჯგუფში როლები გადაინაწილონ შემდეგნაირად:                 
  1.დროის ამთვლელი ( რომელიც დროს აკონტროლებს)                  
 2.რესურსების ორგანიზატორი  ( ყურადღებას აქცევს რესურსების სწორედ შერჩევას და მიზნობრივად გამოყენებას)
                  3-4 გამფორმებელი ( ხატვის კურატორი)                  5. მუსიკალური გამფორმებელი ( მოიძიებს ინტერნეტის საშუალებით კლასიკურ  მუსიკას, რომელის ფონზეც გაიმართება ლიბრეტოს  პრეზენტაცია).                     6  -7პრეზენტატორი.
ამის შემდეგ ყველა ჯგუფი დგება რეალისტის ( ანალიტიკოსის) როლში. მასწავლებელი გააცნობს ამ პოზიციის დანიშნულებას. მოსწავლები უბრუნდებიან წინა აქტივობაში გამოთქმულ იდეებს და აანალიზებენ მათ. რის შემდეგაც ჯგუფის გადაწყვეტილებით არარეალისტურად მიჩნეული იდეები გამოიხშირება და  გარდაისახება რეალისტურ, ინოვაციურ მიდგომებად. მეოცნების მიერ გამოთქმულ იდეებს თაბახის ფურცელზე წერილობით უპასუხებენ
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური

მესამე ეტაპზე - ყველა ჯგუფი დგება კრიტიკოსის როლში.მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციებს, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ამ პოზიციაზე., რამდენად მიზანშეწონილი და განხორცილებადია ეს იდეა.განსაზღვრონ რისკები და შესაძლებლობები.იპოვონ პრობლემები, რომელიც ნეგატიურად კი არ განაწყობთ მათ, რომელიმე იდეის მიმართ, არამედ პირიქით ამ იდეის ჭეშმარიტებისა და  რელევანტურობის ძიებაში  უფრო მეტად შეაკავშირებს ჯგუფს,  საბოლოო  ადევატური შედეგის მისაღებად. კრიტიკოსები კონსტრუქციულად განიხილავენ ანალიტიკოსების იდეებს და  თაბახის ფურცელზე წერილობით უპასუხებენ კითხვებს. 
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური

ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს ფლიფჩარტზე გადაიტანონ საკუთარი ნააზრევი, დიალოგის ან სიუჟეტის სახით. თან დართული  ნახატით,( ერთი ან ორი პერსონაჟის) და შეუსაბამონ მუსიკა, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ. ნებისმიერი ორი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას. თუ ვერ მოხერხდა ყველა ჯგუფის პრეზენტაციის ნახვა მათი ნამუშევრების განხილვა მოხდება  მომდევნო გაკვეთილზე.
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური

აქტივობა - 6 - შეფასება
ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციას. პირველი საპრეზენტატორო ჯგუფი შერჩეული იქნება შემთხვევითობის პრინციპით, რომელსაც მეორე  ჯგუფი დაუსვამს კითხვებს, ხოლო მომდევნო შეაფასებს. ყველა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ შეირჩევა საუკეთესო  ლიბრეტო, რომელზეც კლასი შეთანხმდება. თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციისა და   შეფასებისთვის ეძლევა- (5- 5წთ)
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური

აქტივობა 7- გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფერად წებოვან ფურცელს, რომელზეც დაწერენ საკუთარ მოსაზრებებს და გამოხატავენ ემოციებს ჩატარებული აქტივობების მიმართ. კითხვები ფლიფჩარტზე იქნება ჩამოწერილი, რომელსაც მასწავლებელი წინასწარ გააკრავს დაფაზე.მასწავლებელი საერთო საკლასო განხილვით განიხილავს მოსწავლეთა მოსაზრებებს სრულად ან ნაწილობრივ, იმის მიხედვით თუ რამდენი დრო იქნება დარჩენილი.
კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო

შეფასება და თვითშეფასება
შეფასება - განმავითარებელი.  ანალიტიკური  და პრეზენტაციის რუბრიკით.
სასწავლო რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი., კალამი, მარკერი, ფლიფჩარტი, ფერადი ფანქრები.



მასწავლებლის თვითშეფასება
მასწავლებლის  რეფლექსია
შედეგი
  •  მოსწავლეები ახდენენ იდეების გენერირებას რიჰარდ ვაგნერის ,,ტრისტანი და იზოლდისსცენურ საოპეო ვერსიასთან დაკავშირებით.
  •  აანალიზებენ სავარაუდო ვერსიებისა და  გზებს.
  •  შეუძლიათ მოვლენებისა და ფაქტების კრიტიკული, არგუმენტირებული შეფასება.
  • შეუძლიათ სსაკუთარი იდეის ან ნამუშევრის წარდგენა.

No comments:

Post a Comment