კლასიკური მუსიკა- ბაროკო
გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი დაიბადა 1685 წლის 23 თებერვალს ჰალეში, ხოლო გარდაიცვალა 1759 წლის 14 აპრილს ლონდონში. იგი გახლდათ ბაროკოს ეპოქის წარმომადგენელი, რომელიც ცნობილი იყო თავისი ოპერებით, ორატორიებითა და ინსტრუმენტული კონცერტებით. ჰენდელმა კლავესინზე დაკვრა 4 წლის, ხოლო ორგანზე 7 წლის ასაკში დაიწყო. გარდა ამისა, მოგვიანებით შეისწავლა ვიოლინოზე და ჰობოიზე დაკვრაც. 11 წლის ასაკში იგი უკვე მსახურობდა ბ ბერლინში კიურფიუსტის კარზე კლავესინისტად. 1703 წელს იგი გადავიდა ჰამბურგში და მუშაობდა საოპერო თეატრის ორკესტრში. 1705 წელს ამავე თეატრში დაიდგა მისი პირველი ოპერები „ალმირა“ და „ნერონი“. 1706-1709 წლებში იგი იმყოფებოდა იტალიაში, სადაც მისმა მუსიკამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა. 1710-1712 წლებში იგი მოღვაწეომდა ჰანოვერსა და ლონდონში. ინგლისში იგი წარუდგინეს დედოფალ ანას, რომლის კეთილგანწყობაც იმთავითვე მოიპოვა. 1711 წელს სამეფო თეატრში დაიდგა მისი ოპერა „რინალდო“. 1712 წლიდან ჰენდელი დამკვიდრდა ბრიტანეთში. ცხოვრობდა სხვადასხვა დიდგვაროვანთა კარზე და ითვლებოდა მეფის გეორგ ჰანოვერელის კარის მუსიკოსად. 1720-1728 წლებში იგი გახლდათ სამეფო მუსიკალური აკადემიის დირექტორი. ამ პერიოდიდან იგი მუშაობდა ძირითადად საოპერო ჟანრში, ორჯერ შეკრიბა დასი - გერმანელი და იტალიელი ვოკალისტებისგან . 1740-იანი წლებში უფრო მეტად ორატორიებს წერდა, მათ შორის ყველაზე ცნობილია „მესია“. 1753 კომპოზიტორი დაბრმავდა. გარდაცვალების შემდეგ იგი დაკრძალეს ლონდონში ვესტმინსტერის სააბატოში (პოეტების კუთხე), რაც ძალიან დიდ პატივად ითვლებოდა. ჰენდელი 40 ოპერის , 32 ორატორიის, მრავალი საეკლესიო ქორალის, საორგანო კონცერტების, კამერული ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის, ასევე რამდენიმე „პოპულარული ჟანრის“ ნაწარმოების („მუსიკა წყალზე“, „ მუსიკა სამეფო ფოიერვერკისთვის“) ავტორია. კომპოზიტორი წერდა:“ მე გული დამწყდებოდა თუ მეცოდინებოდა, რომ ადამიანებს მხოლოდ სიამოვნებას ვანიჭებ. ჩემი მიზანია - ისინი უკეთესები გავხადო“
ვივალდი XVIII ს-ის გამოჩენილი კომპოზიტორი და იტალიური სავიოლინო სკოლის უდიდესი წარმომადგენელია. მან შექმნა საკრავიერი სოლო კონცერტის ჟანრი, გავლენა იქონია ვირტუოზული სავიოლინო ტექნიკის განვითარებაზე. ვივალდი საანსამბლო-საორკესტრო კონცერტის – „კონჩერტო გროსოს“ ოსტატია. დაწერილი აქვს ოპერები (40-მდე), კანტატები, სიმფონიები, 460-ზე მეტი კონცერტი, მათ შორის პროგრამულ-სიმფონიური მუსიკის ადრეული კლასიკური ნიმუში „წელიწადის დრონი“, საეკლესიო ნაწარმოებები და სხვ.
სამას წელზე მეტი გავიდა გენიალური კომპოზიტორის - იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან, მისი შემოქმედება XVII-XVIII საუკუნეების პოლიფონიური მუსიკის უმაღლესი მწვერვალია.
ბახის მუსიკალური მემკვიდრეობა უზარმაზარია თავისი მოცულობით და ამავე დროს, მეტად მრავალფეროვანი. ბახი შეეხო იმჟამად არსებულ ყველა მუსიკალურ ჟანრს, ოპერის გარდა და ყოველ მათგანში უდიდესი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებები შექმნა. ბახი წერდა, როგორც საეკლესიო, ისე საერო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, მაგრამ ფილოსოფიური სიღრმით გამორჩეული მისი გენიალური შემოქმედება თანამედროვეთა მიერ ჯეროვნად ვერ იქნა დაფასებული. მას უფრო მეტად იცნობდნენ, როგორც ორგანზე ვირტუოზ შემსრულებელს და არა როგორც კომპოზიტორს.
ბახის მუსიკას მაღალ შეფასებას აძლევდნენ მომდევნო თაობის კომპოზიტორები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. მისი მუსიკით აღფრთოვანებულმა ბეთჰოვენმა თქვა:"ნაკადული კი არა, ზღვა უნდა იყოს მისი სახელი".
დაადასტურებულია, რომ მუსიკა დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. ყველამ ვიცით, რომ მუსიკა მოქმედებს ადამიანის ემოციებზე და განწყობაზე. თუმცა საინტერესოა ასევე მისი ფიზიკური ზემოქმედება, რაც ვლინდება ადამიანის სხეულის მოქმედებასა და მდგომარეობაში. მაგალითად კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბაროკოს პერიოდის კლასიკური მუსიკა ხელს უწყობს ადამიანის გულის ცემისა და პულსის დარეგულირებას, ასევე სხეულის მოდუნებას, რაც თავის მხრივ აადვილებს გონების კონცენტრირებას. უფრო მეტიც, ბაროკოს პერიოდის მუსიკა ამცირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს სწავლის უნარს.
- მუსიკა გავლენას ახდენს ასევე ტვინის ტალღების მოძრაობის სიხშირეზე, მოქმედებს სუნთქვის ტემპზე და კანის ელექტრულ წინაღობაზე.
- მუსიკის რიტმი საპასუხო რეაქციას იწვევს ადამიანის სხეულში, რაც გამოიხატება მოძრაობაში.
- ვერავინ უარყოფს მუსიკის ძალას. სკოლის მოსწავლეები რომლებიც მუსიკას სწავლობენ ყავთ უფრო მაღალი ნიშნები ვიდრე მათ ვისაც მუსიკა არ აინტერესებთ. ასეთი ბავშვები უფრო სწრაფად ვითარდებიან ფიზიკურადაც.
No comments:
Post a Comment