საინტერესო ფაქტები მუსიკის მოყვარულთათვის
- პოპის მეფის მაიკლ ჯექსონის ხმა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც მან სიმღერა დაიწყო. 11 წლის შემდეგ, მომღერალს არანაირი მუტაციის პერიოდი არ ჰქონია;
- “ბითლზის” სიმღერებში სიტყვა “სიყვარული” 613-ჯერ გვხვდება;
- მადონა და სელინ დიონი პრინც ჩარლზის მეუღლის კამილას ბიძაშვილები არიან;
- გონებრივი განვითარების კოეფიციენტის განსაზღვრისას ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იმ ადამიანებმა აჩვენეს, ვინც წლების განმავლობაში ჰიპ ჰოპს და R&B-ს უსმენდა;
- 1983 წელს ჟურნალმა Billboard მადონა წლის ჩავარდნად დაასახელა
- ფრედი მერკური ზანზიბარში დაიბადა და მისი სახელი და გვარია Farrokh Bulsara;
- ჯასტინ ბიბერის ტვიტერიდან 80.000 გამომწერი წამიერად გაქრა, როგორც კი მომღერალმა თმა შეიჭრა.
- იცოდით, რომ კლასიკური მუსიკის შემსრულებელი შეიძლება იყოთ, მაგრამ არ იცოდეთ ნოტების კითხვა? თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ეს წესებიდან გამონაკლისია. ყველაზე ცნობილი გამონაკლისი დაუშვეს ლუჩიანო პავაროტისათვის, რომელიც არ მალავდა, რომ თითქმის არ შეეძლო ნოტების კითხვა. სმენა და საკუთარი სისტემა ნოტების გარჩევისა ეხმარებოდა მას ოპერის პარტიების შესრულებაში, ნოტების უცოდინარობას კი არ შეუშლია ხელი პავაროტისათვის გამხდარიყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდებული ტენორი.
- ბაროკოს ეპოქაში კი ყოველ მუსიკოსს მკაცრად მოეთხოვებოდა ნოტების ცოდნა და შესაბამის გამოცდებსაც აბარებდნენ, სადაც ზედმეტის უფლება არ ქონდათ. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელ საზოგადოებაში მოსაწყენად ითვლებოდა მუსიკოსი, რომელიც კომპოზიციის შესრულებისას თავისებურ იმპროვიზაციას არ ჩართავდა. ასე პირველად ფრენც ლისტი მოიცა, რომელმაც სხვა მუსიკოსების კომპიზიციები თავისუფლად და იმპოვიზაციულად დაუკრა. 1838 წელს წერდნენ: “მას დღეს შეუძლია დაუკრას ასე, სხვალ კი სხვანაირად. ყოველთვის ლისტი უკრავს, მაგრამ მისი სული ყოველ ჯერზე სხვანაირია”.
- იცით, რომ გენიოსი ყველა საქმეში გენიალურად ბრწყინავს? აინშტაინს ვიოლინოზე დაკვრა უყვარდა და ერთხელ გერმანიის საქველმოქმედო კონცერტშიც კი მიიღო მონაწილეობა. მისი შესრულებით აღტაცებულმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა გაიგო “არტისტის” სახელი და შემდეგ დღეს გამოაქვეყნა სტატია მის არაჩვეულებრივ შესრულებაზე, შეადარა ის ვირტუოზ მევიოლინეს. ალბერტ აინშტაინი ამ სტატიას უჩვენებდა ნაცნობებს და ხშირად სიამაყიტ ამბობდა, რომ ის ცნობილი მეცნიერი კი არა, მევიოლინეა
No comments:
Post a Comment