მუსიკის მოყვარულთათვის.
- … მადონას სიმღერაში Hung Up გამოყენებულია სემპლი აბბა-ს ჰიტიდან Gimme Gimme Gimme. მან, ამ სემპლის გამოსაყენებლად პირადად მიმართა ჯგუფის წევრებს და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მათ მსგავსი მოთხოვნა დააკმაყოფილეს…
- …1976 წელს, სარა კალდველი პირველი ქალი გახდა, ვინც მეტროპოლიტენ ოპერაში იდირიჟორა.
- …პიტერ გებრიელის ვიდეო კლიპი “Sledgehammer” MTV-ს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ტრანსლირებადი კლიპია.
- … საქსოფონი გამოგონებულ იქნა ბელგიელი ინსტრუმენტების მკეთებლის ,ადოლფ საქსის მიერ დაახლ. 1840 წელს…
- … 1978 წელს, შვედეთის ყველაზე შემოსავლიანი ექსპორტი ჯგუფი აბბა იყო, რასაც მეორე ადგლიზე მანქანების მწარმოებელი ფირმა, ვოლვო მოსდევდა…
- … მიუხედავად იმისა, რომ ბითლზი 25 წლის წინ დაიშალა, ის ყოველწლიურად უფრო მეტ ჩანაწერებს ყიდის, ვიდრე როლინგ სტოუნზი…
- … Brit Awards-ზე ენი ლენოქსს რეკორდული რაოდენობის ჯილდოები აქვს აღებული (8 ცალი) …
- … პირველად გამართულ გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე, 1959 წლის 4 მაისს, წლის ჩანაწერის ნომინაციაზე, ფრენკ სინატრას და პეგი ლის დომენიკო მოდუნიომ მოუგო სიმღერით “Volare” …
- … მსოფლიოში უდიდესი დისკოთეკა Buffalo Convention Center-ში, ნიუ-იორკი, გაიმართა 1979 წელს. 13.000 მოცეკვავით იგი გინესის რეკორდების წიგნშია შესული …
- …ეშლი სიმპსონის სინგლი “Invisible” არაკომერციული როკ-ჯგუფ Jaded Era-ს სიმღერის ქავერ ვერსიაა, ეს ჯგუფი სწორედ სიმპსონის მიერ გაკეთებული ქავერით გახდა ცნობილი…
- …ირლანდიის რესპუბლიკა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებებით რეკორდსმენია (შვიდგზის, მათ შორის სამჯერ 1990-იანებში)…
- …მერაია კერი ათწლეულის (1990-იანები) განმავლობაში ყოველ წელს უშვებდა ჰიტს, რომელიც პირველ ადგილებს იკავებდა…
- …ჰარმონიკა მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი მუსიკალური ინსტრუმენტია…
- …ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი და კურტ კობეინი ოთხივე 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ…
- …ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტი (დოლი, საყვირი) განვითარდა მოწყობილობებისგან, რომელთა პირველადი დანიშნულება სიგნალის გადაცემა იყო…
- …ყველაზე პატარა სახელმწიფო ჰიმნი იაპონიას აქვს, ყველაზე დიდი — საბერძნეთს…
- …ფელიქს მენდელსონს თავისი ზაფხულის ღამის სიზმარის მთლიანი უვერტურა ტაქსიში დარჩა, თუმცა მოგვიანებით მახსოვრობიდან მთლიანი ნაწარმოების აღდგენა შეძლო…
- …მექსიკელმა მომღერალმა–მსახიობმა ანტონიო აგილარმა თავისი კარიერის განმავლობაში 150 ალბომი ჩაწერა და 150 ფილმში ითამაშა…
- …კომპოზიტორ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს ჰყავდა ვაჟი, ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ მოცარტი , რომელიც ასევე გამოჩენილი კომპოზიტორი იყო…
- …ჯიმი ჰენდრიქსს ჰყავს ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკოსია…
- …კომპოზიტორი ვენიამინ ფლეიშმანი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში დაიღუპა, ვიდრე ოპერა “როტშილდის ვიოლონოს” დამთავრებას მოასწრებდა, თუმცა მისმა მასწავლებელმა დმიტრი შოსტაკოვიჩმა გადაარჩინა ხელნაწერები ალყაშემორტმული ლენინგრადიდან და თავად დაასრულა იგი…
- … იტალიელი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინი ბავშვობისას ბევრს ავადმყოფობდა რის გამოც ადრე გამელოტდა. ზამთარში ის 2-3 პარიკს ერთად ატარებდა, რადგან მიაჩნდა, რომ პარიკზე ქუდის ტარება – სულელობაა.
No comments:
Post a Comment