Monday, June 3, 2019






გაკვეთილის თემა
კლასიკური მუსიკა
საგანი/ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
მუსიკა, ნაზიბროლა გოჩიაშვილი
სწავლების საფეხური / კლასი
VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
31 მოსწავლე, სსსმ  მოსწავლე კლასში  არ არის.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე ორიენტირებული-კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრა.
სამოდელო გაკვეთილის ტიპთან შესაბამისობა
პრობლემის გადაჭრა იმიტომ, რომ მოსწავლეები გაიაზრებენ და გადაჭრიa პრობლემას,  კრიტიკული აზროვნება იმიტომ, რომ არგუმენტირებულად იმსჯელობენ და კრიტიკულად განიხილავენ მოსაზრებებს, ფაქტებს, კომუნიკაცია იმიტომ რომ სხვებს უსმენენ და აზიარებენ ინფორმაციას, ასევე საკუთარი მოsაზრება მიაქვთ მსმენელამდე.
სასწავლო მიზნები
მოსწავლემ შეძლოს

·         კლასიკური მუსიკის მოსმენის შემდეგ იმსჯელოს იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია მსმენელის ნაკლები ყურადღება ამ ჟანრის მიმართ.      
·          იმსჯელოს იმ ფაქტორებზე, რაც ხელს უშლის კლასიკური მუსიკის  განვითარებას.
·         შეძლოს პრობლემების იდენტიფიცირება,  გამომწვევი მიზეზებისა და  შედეგების გაანალიზება, დასახოს გადაჭრის გზები.

 ხელი შეეწყოს კლასიკური მუსიკის  პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
 ხელი შეეწყოს მოსწავლეებში კრიტიკული და კომუნიკაციური უნარების განვითარებას.
ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა

  მუს.VIII.5.  მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
·         საუბრობს და განსაზღვრავს  მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს, სტილს -კლასიკური.
  •            საუბრის დროს იყენებს სახელოვნებო/ მუსიკალურ ტერმინოლოგიას.

მუს.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.
·         წარადგენს  საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების შესახებ;
მუს.VIII.7.  მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო   მუსიკალური ხელოვნების    ცნობილი  ნიმუშების  დახასიათება.
·              ადარებს ერთი და იმავე ჟანრის სხვადასხვა ნაწარმოებს  და  საუბრობს მათ დამახასიათებელ ნიშნებზე;
·           ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე  ეპოქის (დამახასიათებელი  სტილის, თემატიკას, ხელწერას.)
მუს.VIII.8.  მოსწავლეს აღიქვამს  მუსიკას,  როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.  
·         განასხვავებს მუსიკალურ სტილებს კულტურისა და ეპოქის  მიხედვით;
·         მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურისა და ეპოქის შესახებ კონკრეტული მუსიკის გაცნობით.


მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლემ  იცის რას ნიშნავს კლასიკური მუსიკა, გააჩნია ფაქტობრივი ცოდნა კლასიკური მუსიკის  განვითარებისა და მისი  ისტორიის შესახებ,  იცნობს კლასიკური მუსიკის ნიმუშებს, შეუძლია მისი მოსმენა და განხილვა ისტორიული განვითარების კონტექსტში.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი















      
აქტივობა  1-საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება
აქ       აქტივობა 2- მასწავლებელი მოსწავლეებს საკუთარი სურვილების შესაბამისად დასვამს წრეზე და სთხოვს მოუსმინონ კლასიკურ  მუსიკას ( . შოპენის -  ვალსი) პარალელურად მოსწავლეები კლასში გამოფენილ სურათებს აქცევენ ყურადღებას.  (კლასიკოსი კომპოზიტორები, შემსრულებლები, დირიჟორები ), სურათები არის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების, მაგრამ ყველას აერთიანებს კლასიკური მუსიკის სიყვარული. საკლასო გამოფენისთვის სურათები  შესრულებულია მოსწავლეების მიერ  და ასევე ინტერნეტიდან მოძიებული.
       კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.
დრო- 3  წთ
აქტივობა 3- კითხვა-პასუხი
 1.  რომელიმე ცნობილი პიროვნება თუ ამოიცანით ამ სურათებიდან?
1. ვინ უსმენს კლასიკურ მუსიკას?
2.  ჩამოთვალე, ცხოვრებაში სად შეხვედრიხართ კიდევ სიტყვა კლასიკურს?
4. იმსჯელე, რას ნიშნავს კლასიკური მუსიკა?
5. შეადარე და გამოიტანე დასკვნა, რა  აქვთ საერთო ამ ადამიანებს?
6. რა არის კლასიკური მუსიკის საფუძველი?
      სავარაუდოდ, მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ  საკუთარ მოსაზრებებს  კითხვებთან მიმართებაში. უფრო დამაზუსტებელ მოკლე მიმოხილვას გააკეთებს მასწავლებელი. მასწავლებელს კითხვა პასუხით მოსწავლეები მიჰყავს იქამდე, რომ თავად მიხვდებიან რა არის კლასიკური მუსიკის ფუნდამენტი. მასწავლებელი მიმართავს კლასს:
            1 . თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ  კლასიკური მუსიკა, რომელიც ხალხური მუსიკის  წიაღიდან    აღმოცენდა მაინც საზოგადოებისთვის ნაკლებ პოპულარულია?
    კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.
დრო- 12  წთ

             აქტივობა 4- პრობლემის გამოკვეთა
      ამის შემდეგ ასევე გამოწვევის ფაზაზე მასწავლებელი მოსწავლეებს  აჩვენებს ვიდეო მასალას   ( ნაწყვეტი ქართული მხატვრული ფილმიდან ,,მოდიოდა მატარებელიფილმის ნახვის შემდეგ  კლასს მიმართავს კითხვით:
   
რა  ნახეთ ვიდეო  ფილმში?
რა არის პრობლემა?
რატომ ფიქრობთ ასე?
        4.  რა იქნება ჩვენი გაკვეთილის მთავარი  თემა და მიზანი?
   
   მასწავლებელი შეეცდება მოსწავლეებმა თავად გამოიცნონ გაკვეთილის თემა და  მიზანი, თვითონაც ჩამოაყლიბებენ გაკვეთილის მიზნებს, გააცნობს დისკუსიის შეფასების კრიტერიუმებს. აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტერესის და მოტივაციის გაზრდას.
კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.
დრო- 8წთ
აქტივობა 5- დისკუსია  -მეთოდი-  აზროვნების ექვსი ქუდი  მოსწავლეები შეახსენებენ მასწავლებელს, სასწავლო მეთოდის  ექვსი ქუდის  პრინციპს. მოსწავლეები სხედან წრეზე. თითოეულს აქვს ყველა ფერის ქუდი და  პოზიციის შესაბამისად  ირგებს იმ ფერის ქუდს, რა პოზიციასაც გამოხატავს.ასევე მასწავლებელი გამოიყენებს მონეტების დახარჯვის პრინციპს. მუსიკალური სიმბოლოებით დამზადებული მონეტები წინასწარ ურიგდებათ მოსწავლეებს და დისკუსიის შეჯამების დროს ყველა მოსწავლე იმდენ მონეტას აგდებს ყუთში, რამდენ კომენტარსაც გააკეთებს.ვინც, გაკვეთილის ბოლომდე, არ დახარჯავს არცერთ მონეტას, მასწავლებელი მასთან გადადის შეკითხვებით.
შემდეგ, მასწავლებელი დისკუსიის დაწყებამდე მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ დისკუსიის დროს ქცევის წესები, რომელსაც მათი სურვილების შესაბამისად ჩამოაყალიბებს  და მიმართავს კლასს.: თქვენ იცით შავი ქუდის პოზიცია,როგორია თქვენი მოსაზრება:
  1. რა სირთულეებს ხედავთ? და რატომ?
  2. რას უნდა მიექცეს ყურადღება?
  3. რა სირთულეები შეიძლება განჩნდეს?
 მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს დამატებით მასალას კლასიკური მუსიკის შესახებ, რომელსაც წყვილებში გაეცნობიან,  მასალას შემდგომი პოზიციების დროსაც გამოიყენებენ. მასწავლებელი აძლევს( 5 წთ) წაიკითხონ დამატებითი ინფორმაცია და ამის შემდეგ, ის მოსწავლეები, რომლებიც თეთრი ფერის ქუდს მოირგებენ  უპასუხებენ  შემდეგ კითხვებს:
  1. რა ინფორმაციას ფლობთ ამ ეტაპზე  კლასიკური მუსიკის შესახებ?
  2. რა ინფორმაცია გვჭირდება, და რატომ?
  3. სად და როგორ შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ?
  4.  რა მონაცემები არ არის საკმარისი და რატომ?
მოსწავლეები განაგრძობენ ინფორმაციის გაცნობას წყვილებში. მასწავლებელი გადადის მწვანე ქუდის პოზიციაზე.მოსწავლეებს აძლევს (5 წთ) შეთანხმდნენ ერთმანეთში  და პასუხებიც  შეაბამისად გადაინაწილონ, როგორ მოაგვარონ შავი ქუდის მიერ წამოყენებული პრობლემები. მწვანე ქუდი უპასუხებს შემდეგ კითხვებს.
  1. როგორ გადავლახოთ სირთულეები, რომელიც შავმა ქუდმა აღმოაჩინა?
  2.  რატომ ფიქრობთ რომ  თქვენი აზრი სწორეა?
  3. რა შესაძლო ალტერნატივები არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად?
  4. რა ახალი  შემოქმედბითი იდეები,მოაგვარებს პრობლემას?
  5. რატომ  ფიქრობთ, რომ ეს მოაგვარებს პრობლემას?
მოსწავლეები განაგრძობენ წყვილებში თანამშრომლობას და ჩამოაყალიბებენ ყვითელი ქუდის პოზიციას, რა სარგებელს მოუტანს მათ, მწვანე ქუდის მიერ მოგვარებული პრობლემები:
  1. რა სარგებელს მოგვიტანს ასეთი გადაწყვეტილება?
  2. რატომ ფიქრობთ ასე?
  3. შეიძლება თუ არა რელურად ამ იდეების განხორციელება ცხოვრებაში?
  4. რატომ გჯერათ, რომ რეალურად ცხოვრებაში ასეთი ქმედება, თქვენთვის სარგებლობის მომტანი იქნება?
  5. რა დადებითი მხარეები აქვს ?
წითელი ქუდის პოზიციაზე მოსწავლეები თამამად გამოხატავენ საკუთარ გრძნობებს. ამ ქუდის მორგება მოსწავლეებს გაკვეთილის ნებისმიერ ეტპზე შეუძლიათ.
  1. რა ემოცია გამოიწვია ჩემში?
  2. რას მეუბნება ჩემი შინაგანი ხმა?
მასწავლებელი ირგებს (ლურჯი ქუდის პოზიციაში) ის არის ფასილიტატორი, მართავს აზროვნების პროცესს. მისი დახმარებით პრობლემის განხილვის დროს და დისკუსიის დასასრულს, ყველა ერთი მიზნისაკენ მიისწრაფვის. ლურჯი ფერის ქუდს, ასევე  მოირგებს ერთ-ერთი მოსწავლე და მასწავლებელთან ერთად წარმართავენ  მსჯელობას, ერთად შეაჯამებენ დისკუსიას.
კლასის  ორგანიზების  ფორმა- საერთო საკლასო
დრო-  40   წთ.
აქტივობა - 6 - შეფასება
მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს დისკუსიის შეფასების რუბრიკით. მაწავლებლი აძლევს განმავითარებელ კომენტარებს.
კლასის  ორგანიზების  ფორმა- საერთო საკლასო
დრო-  7  წთ.
აქტივობა 7- გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და მოსწავლეებს სთხოვს,  მუსიკალური ყუთიდან ამოიღონ კითხვები:
დაასრულონ წინადადებები: ჩემთვის მნიშვნელოვანია...... მე შემიძლია…… მე მჯერა…… რა იყო საინტერესო.........  სამომავლოდ ვისურვებდი........ ერთი რჩევა მასწავლებელს...... რაში დაგვეხმარა ეს მეთოდი……...
კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო
დრო 5 წთ.
აქტივობა 8- საშინაო დავალება .
მასწავლებელი  გაკვეთილის შეჯამების დროს ასმენინებს ვიდეო მასალას ( . ვივალდი ,,წელიწადის დრო - ზამთარი) და აძლევს ესეს ინსტრუქციას,  ასევე უგზავნის schoolbook- ში, თემის სათაურს:  ,,რა არის ჩემთვის კლასიკური მუსიკა
შეფასება და თვითშეფასება
შეფასება - განმავითარებელი.  დისკუსიის შეფასების რუბრიკა.
სასწავლო რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი., კალამი, მარკერი, ვიზუალური მასალა,


მასწავლებლის თვითშეფასება
მასწავლებლის  რეფლექსია
შედეგი
·         მოსწავლე უსმენს კლასიკურ მუსიკას  და მსჯელობს იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია მსმენელის ნაკლები ყურადღება ამ ჟანრის მიმართ.      
·          აფასებს  იმ  ფაქტორების მიხედვით,რაც ხელს უშლის კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
·         ადგენს პრობლემას, განიხილავს  და  სახავს  მისი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს.
·         შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულად გამოთქმა.






გაკვეთილის თემა
ჩვენი თვალით დანახული ოპერა. რიჰარდ ვაგნერის -,,ტრისტანი და იზოლდისმიხედვით.
საგანი/ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი გვარი
მუსიკა, ნაზიბროლა გოჩიაშვილი
სწავლების საფეხური / კლასი
VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
30 მოსწავლე, სსსმ  მოსწავლე კლასში  არ არის.
სამოდელო გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე ორიენტირებული: კრიტიკული და შემოქმედებითი   აზროვნება.
სამოდელო გაკვეთილის ტიპთან შესაბამისობა
კრიტიკული აზროვნება ვითარდება იმიტომ, რომ კრიტიკის ფაზაზე მოსწავლეები განიხილავენ ფაქტებს და არგუმენტირებულად იმსჯელებენ. შემოქმედებითი იმიტომ, რომ ოცნების ეტაპზე მოსწავლეებში გამოყენებული მეთოდი ზრდის წარმოსახვისა და  თვითგამოხატვის უნარებს.
სასწავლო მიზნები
მოსწავლეებმა  შეძლონ:

·         იდეების გენერირება რიჰარდ ვაგნერის ,,ტრისტანი და იზოლდისსცენურ საოპერო ვერსიასთან დაკავშირებით.
·         ვერსიების, სავარაუდო გზებისა და საშუალებების გაანალიზება.
·         მოვლენებისა და ფაქტების კრიტიკული, არგუმენტირებული შეფასება.
·         საკუთარი იდეის ან ნამუშევრის წარდგენა.

ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა

მუს.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან  მუსიკოსის შემოქმედება.
  • წარადგენს  საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების შესახებ;
  • შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებებს.
  • მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს.
მუს.VIII.8.  მოსწავლეს აღიქვამს  მუსიკასროგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.  
·         მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურისა და ეპოქის შესახებ კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების გაცნობით.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლემ  იცის რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფიული ცნობები. გააჩნია ფაქტობრივი ცოდნა რომანტიკული მუსიკის, უდიდესი რეფორმატორის შემოქმედების შესახებ.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
















      
აქტივობა  1-საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება
 აქტივობა 2-  ვინ არის ეს პერსონაჟი?-მასწავლებელი გამოწვევის ფაზაზე  მოსწავლეებს  მათი სურვილის შესაბამისად  გადაანაწილებს სამ ჯგუფად და აძლევს მითითებას, ყურადღებით დაათვალიერონ  სტუმრის სტატუსით კლასში შემოსული დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა გმირის ფორმებში ჩაცმულები განასახიერებენ  ოპერის პერსონაჟებს. მასწავლებელი თითოეული  ჯგუფიდან  დაფასთან იძახებს ერთ წარმომაგენელს, რომელიც  იქვე სპონტანურად 1 წთ- ის განმავლობაში, ქმნის  რაიმე მოკლე ისტორიას, რაც გაუგია, წაუკითხავს ან უნახავს,  ზოგადად ამ პერსონაჟის შესახებ.  
კლა      კლასის   ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.
დრო- 5  წთ
აქტივობა 3 ასწავლებელი  ასევე გამოწვევის ფაზაზე ყველა ჯგუფს დაურიგებს წინასწარ  გამზადებულ კროსვორდს, რომლის ჰორიზონტალურ სვეტში ეტაპობრივაად  განთავსდება  ცნობილი საოპერო რეფორმატორის სახელი,, ვაგნერი“. ამ აქტივობის ჩასატარებლად მასწავლებელი წინასწარ განსაზღვრავს დროს და ის ჯგუფი იქნება წარმატებული, რომელიც 5წთ -ში  შეავსებს სწორად კროსვორდს. მასწავლებელი ყველა ჯგუფის ნამუშევარს გააკრავს დაფაზე და წაიკითხავს სწორ ვარიანტს.
ამის შემდეგ მიმართავს კლასს.
1.რა იქნება ჩვენი გაკვეთილის მთავარი  თემა და მიზანი?
              მასწავლებელი შეეცდება მოსწავლეებმა თავად გამოიცნონ გაკვეთილის თემა და  მიზანი, თვითონაც  ჩაერთვება და ჩამოაყლიბებს გაკვეთილის მიზნებს და მოსწავლეებს  გააცნობს, რომ შეფასდებიან საპრეზენტაციო   და ჩართულობის რუბრიკებით.
   კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.
დრო- 7 წთ

                აქტივობა 4 -მინი ლექცია
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მოკლე ინფორმაციას როგორ მიაღწია დისნეიმ წარმატებას თავის საქმიანობაში და პარალელურად ასმენინებს კლასიკურ მუსიკას. ასევე  საუბრობს, როგორ უნდა იმუშაონ ჯგუფურად, რომ საკუთარ შემოქმედებით იდეებზე დაყრდნობით და ვაგნერის  ოპერის ლიბრეტოს გათვალისწინებით შექმნან  სკუთარი ინტერპრეტაციული  ლიბრეტოს ვარიანტი. რომელიც გამოძახილი იქნება იმ ეპოქის რაზეც აქცენტს გააკეთებენ ჯგუფური შეთანხმებით. მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდება ნაწარმოების ლიბრეტო, რომელსაც გაეცნობიან და ჩამოაყალიბებენ  საკუთარ მოსაზრებებს.ვაგნერის ოპერა,, ტრისტანი და იზოლდასლიბრეტოს გასაცნობად ეძლევათ დრო 5წთ.
კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო.
დრო -10 წთ.
 აქტივობა 5 -  მეთოდი ,,აზროვნების სამი სკამი
1.       
2.       
 პირველ ეტაპზე - ამ ეტაპზე მოსწავლეები შედიან პირველ ოთახში, სადაც შესაბამისი გარემო დახვდებათ ოცნებისთვის.მასწავლებელი  ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს ოცნების დონეზე სთავაზობს წარმოიდგინონ, რომ თითოეული  ჯგუფი წარმოადგენს იმ შემოქმედებით კოლექტივს, რომელმაც უნდა შექმნას ახალი საოპერო ლიბრეტო, თავისი მხატვრული გაფორმებითა და მუსიკით, რომელსაც შესთავაზებს მოწვეულ რეჟისორს, რომელმაც უნდა დადგას ახალი  ოპერა. ამის შემდეგ  აცნობს მეთოდის პრინციპს, რომლის თანახმადაც მათ უფლება აქვთ,უსაზღვრო ოცნების. ყველა ჯუფში წამოჭრილი იდეას აქვს შანსი იქცეს ახალ და ადეკვატურ მიდგომად. მოსწავლეები კლასიკური  მუსიკის ფონზე ოცნებობენდა თაბახის ფურცელზე პასუხობენ კითხვებს, რომელიც სამუშაოს დაწყებამდე ურიგდებათ. მათი დავალებაა:
  • ჩამოწერონ იდეები სამივე მოქმედების სცენური ინტერპრეტაციისთვის.
  • მოიფიქრონ სად ხდება, ან მოხდება მოქმედება.
  • რომელ ეპოქას მიესადაგება  სცენა.
  • როგორი შეიძლება იყოს დეკორაცია და მთავარი გმირების  კოსტუმები.( შეუძლიათ დახატონ).
  • რომელ მუსიკალურ ნაწარმოებს შეარჩევენ სცენისთვის. (  მუსიკა მოიძიონ ინტერნეტის დახმარებით)
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური
დრო -5 წთ.
მეორე ეტაპზე - ამ ეტაპზე მოსწავლეები გადაინაცვლებენ მეორე ოთახში სადაც შესაბამისი გარემო დახვდებთ. მასწავლებელი  მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს სთხოვს, რომ წინასწარი შეთანხმებით  ჯგუფში როლები გადაინაწილონ შემდეგნაირად:      
 1.დროის ამთვლელი ( რომელიც დროს აკონტროლებს)
                2.რესურსების ორგანიზატორი  ( ყურადღებას აქცევს რესურსების სწორედ შერჩევას და მიზნობრივად გამოყენებას)
                   3-4 გამფორმებელი ( ხატვის კურატორი)                    5. მუსიკალური გამფორმებელი ( მოიძიებს ინტერნეტის საშუალებით კლასიკურ  მუსიკას, რომელის ფონზეც გაიმართება ლიბრეტოს  პრეზენტაცია).
       6  -7პრეზენტატორი.
ამის შემდეგ ყველა ჯგუფი დგება რეალისტის ( ანალიტიკოსის) როლში. მასწავლებელი გააცნობს ამ პოზიციის დანიშნულებას. მოსწავლები უბრუნდებიან წინა აქტივობაში გამოთქმულ იდეებს და აანალიზებენ მათ. რის შემდეგაც ჯგუფის გადაწყვეტილებით არარეალისტურად მიჩნეული იდეები გამოიხშირება და  გარდაისახება რეალისტურ, ინოვაციურ მიდგომებად. მეოცნების მიერ გამოთქმულ იდეებს თაბახის ფურცელზე წერილობით უპასუხებენ. კითხვები  სამუშაოს დაწყებამდე ურიგდებათ;
·         შეესაბამება ეს იდეები თუ არა  მიზანს?
·         არის თუ არა გათვალისწინებული ჟანრობრივი  სპეციფიკა?
·         რომელ იდეას დატოვებდით ან ამოიღებდით სიუჟეტზე დაყრდნობით?
·         არის თუ არა მისი განხორციელება რეალისტური, თუ -არა?
·         რა ცოდნა, რესურსი და თანამდროვე ტექნიკური მოწყობილობაა საჭირო მათ განსახორციელებლად?
·            შემოქმედებითად  როგორ წარმართავთ ლიბრეტოს დაამატებთ თუ ამოიღებთ, რომელიმე პერსონაჟს?
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური
დრო -5 წთ.
მესამე ეტაპზე - ყველა ჯგუფი დგება კრიტიკოსის როლში.მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციებს, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ამ პოზიციაზე., რამდენად მიზანშეწონილი და განხორცილებადია ეს იდეა.განსაზღვრონ რისკები და შესაძლებლობები.იპოვონ პრობლემები, რომელიც ნეგატიურად კი არ განაწყობთ მათ, რომელიმე იდეის მიმართ, არამედ პირიქით ამ იდეის ჭეშმარიტებისა და  რელევანტურობის ძიებაში  უფრო მეტად შეაკავშირებს ჯგუფსსაბოლოო  ადევატური შედეგის მისაღებად. კრიტიკოსები კონსტრუქციულად განიხილავენ ანალიტიკოსების იდეებს და  თაბახის ფურცელზე წერილობით უპასუხებენ შემდეგ კითხვებს, რომელიც სამუშაოს დაწყებამდე ურიგდებათ:
·         იდეის განხორციელების  გზების ეფექტურობა
·         რისკებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება
·          იდეის ორიგინალურობა.
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური
დრო -5 წთ.
ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს ფლიფჩარტზე გადაიტანონ საკუთარი ნააზრევი, დიალოგის ან სიუჟეტის სახით. თან დართული  ნახატით,( ერთი ან ორი პერსონაჟის) და შეუსაბამონ მუსიკა, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ. ნებისმიერი ორი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას. თუ ვერ მოხერხდა ყველა ჯგუფის პრეზენტაციის ნახვა მათი ნამუშევრების განხილვა მოხდება  მომდევნო გაკვეთილზე.
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური
დრო-  20  წთ.
აქტივობა - 6 - შეფასება
ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციას. პირველი საპრეზენტატორო ჯგუფი შერჩეული იქნება შემთხვევითობის პრინციპით, რომელსაც მეორე  ჯგუფი დაუსვამს კითხვებს, ხოლო მომდევნო შეაფასებს. ყველა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ შეირჩევა საუკეთესო  ლიბრეტო, რომელზეც კლასი შეთანხმდება. თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციისა და   შეფასებისთვის ეძლევა- (5- 5წთ)
კლასის  ორგანიზების  ფორმა- ჯგუფური
დრო-  20  წთ.
აქტივობა 7- გაკვეთილის შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ფერად წებოვან ფურცელს, რომელზეც დაწერენ საკუთარ მოსაზრებებს და გამოხატავენ ემოციებს ჩატარებული აქტივობების მიმართ. კითხვები ფლიფჩარტზე იქნება ჩამოწერილი, რომელსაც მასწავლებელი  წინასწარ გააკრავს დაფაზე.მასწავლებელი საერთო საკლასო განხილვით განიხილავს მოსწავლეთა მოსაზრებებს სრულად ან ნაწილობრივ, იმის მიხედვით თუ რამდენი დრო იქნება დარჩენილი.
  1. რომელი აქტივობა მომეწონა
  2. რა იყო მნიშვნელოვანი?
  3. რა  გავიგე
  4. ვის გავუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს?
  5. რა იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო?
  6. რა რჩევას მივცემდი მასწავლებელს?
კლასის  ორგანიზების  ფორმა-საერთო საკლასო
დრო 5 წთ.
შეფასება და თვითშეფასება
შეფასება - განმავითარებელი.  ანალიტიკური  და პრეზენტაციის რუბრიკით.
სასწავლო რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი., კალამი, მარკერი, ფლიფჩარტი, ფერადი ფანქრები.



მასწავლებლის თვითშეფასება
მასწავლებლის  რეფლექსია
შედეგი
  •  მოსწავლეები ახდენენ იდეების გენერირებას რიჰარდ ვაგნერის ,,ტრისტანი და იზოლდისსცენურ საოპეო ვერსიასთან დაკავშირებით.
  •  აანალიზებენ სავარაუდო ვერსიებისა და  გზებს.
  •  შეუძლიათ მოვლენებისა და ფაქტების კრიტიკული, არგუმენტირებული შეფასება.
  • შეუძლიათ სსაკუთარი იდეის ან ნამუშევრის წარდგენა.





No comments:

Post a Comment