სასწავლო პროექტი
თემა: ქართული მუსიკალური დიალექტები
პროექტის იდეა: მას
შემდეგ, რაც მერვე კლასში გავიარეთ თემა:
ქართული მუსიკალური
დიალექტები“, მოსწავლეები დაინტერესდნენ
და
გამოთქვეს სურვილი,
უფრო დეტალურად
და სიღრმისეულად
გაცნობოდნენ ხალხურ
შემოქმედებას და
გაერკვიათ რა
როლს თამაშობს
ადამიანის ცხოვრებაში.ამ
კითხვებზე პასუხის
გასაცემად შევთავაზე
მათ პროექტის განხორციელება.
პროექტის აქტუალობა: თემა აქტუალურია,
რამდენადაც ბავშვები
მწირ ინფორმაციას
ფლობენ ქართული
ხალხური შემოქმედების
შესახებ,
არ იცნობენ
გამოჩენილ ხალხურ
შემსრულებლებს და
იმ ანსამბლებს,
რომლებმაც სახელი
გაუთქვეს ჩვენს
ქვეყანას მსოფლიოში.
ნაკლებად ინფორმირებულები
არიან ხალხური
ინსტრუმენტებისა და
მათი დამზადების
ტექნოლოგიის შესახებ.
მიზანი: მოსწავლე
შეძლებს:
1შეისწავლოს და შეიყვაროს ქართული ხალხური შემოქმედება.
2 გამოიმუშაოს ინფორმაციის მოძიების, დახარისხების,
დაჯგუფების,განაწილება და გააზრების
უნარ-ჩვევები. კუთხეების მიხედვით( ქართული ტრადიციული სიმღერები, მუსიკალური ინსტრუმენტები)
3.დაამზადოს წიგნი,,საქართველოს კუთხეები“
4. განუვითარდეს საპრეზენტაციო უნარები, სლაიდ–შოუ ,,საქართველოს კუთხეები“
5გამოუმუშავდეს საკუთარი აზრის
გამოხატვისა და არგუმენტირებული მსჯელობის
უნარები, დაინახოს ხელოვნების დარგების მჭიდრო კავშირი .ტრანსფერის უნარის განვითარება.
6. პროექტის ბოლოს მიიღოს მონაწილეობა კლასის ღონისძიებაში.
პროექტზე მუშაობის ვადები:
დასაწყისი 20.11.2018წ.
დასასრული 20.03.2019 წ..
პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები:
პროექტის დასაწყისში გამოწვევისთვის ვნახეთ დოკუმენტური ფილმი ,,ანსამბლი რუსთავი2“
მოვისმინეთ მათ შემოქმედებიდან მნიშვნელოვანი
სიმღერები. აგრეთვე მოვასმენინე ქართული ხალხური
საგანძურიდან სხვადასხვა შემსრულებლებისა
და მხატვრული კოლექტივების მიერ შესრულებული სიმღერები. იმისათვის რომ უფრო თვალსაჩინო
და მიზანმიმართული ყოფილიყო პროექტზე მუშაომა, დასაწყისისთვის მოსწავლეებს შევავსებინე
„ვიცი–მინდა ვიცოდე–ვისწავლე“ ცხრილი. იმ ნაწილს,
რომელიც პირველ კომპონენტს ასახავს. რა ცოდნას ფლობენ არსებულ თემასთან მიმართებაში.
ცხრილის შუა სვეტის შესავსებად კლასს მივმართე დამატებითი კითხვებით: რა არის საჭირო
იმისთვის რომ ჩვენი ცოდნა უფრო გავიღრმავოთ და შესაბამისი ინფორმაცია მოვიძიოთ? გაიმართა კლასში დიდკუსია, თითოეულმა მოსწავლემ
შემოგვთავაზა საკუთარი მოსაზრება, თუ რა გზით და რა საშუალებით შეიძლებოდა გაეღრმავებინათ საკუთარი ცოდნა.მაგ:( მოსწავლეთა
ნაწილი ინფორმაციის მოსაციებლად გამოიყენებდა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხალხურ საკრავთა
მუზეუმს და სხვა). ამის შემდეგ შევავსებინე
პუნქტი მინდა ვიცოდე. მთელი პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში გამოვიყენებ ამ ცხრილს
და პროექტის დასასრულს შეავსებენ საბოლოო პონქტს.ჯგუფური მუშაობისთვის გადანაწილდნენ სურვილის შესაბამისად 4-5 მოსწავლიან ჯგუფებად
და ასევე გადაინაწილეს არსებული საპროექტო თემების ქვეთავები მაგ: თემა: ,,ქართული მუსიკალური
ფოლკლორი“მოსწავლეები გადანაწილდნენ შემდეგნაირად,
ვინც რომელი კუთხის წარმომადგენელი იყო შესაბამისად გამოთქვეს სურვილი, რომ იმ საპრეზენტაციო
თემაზე იმუშავებდნენ. 1 ჯგუფი კახეთი.2- იმერეთი.3- სამეგრელო. და 4- სვანეთი
სტანდარტთან შესაბამისობა:
მუს. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.
·
ასრულებს ორხმიან და სამხმიან
ქართულ ხალხურ და სხვა ხალხთა
სიმღერებს;
მუს. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო
პროექტში მონაწილეობა.
·
განსაზღვრავს
პროექტის მიზანს;
·
გეგმავს
პროექტს და ანაწილებს ფუნქციებს;
·
მოიძიებს
თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
·
მონაწილეობს
კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის
დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში;
·
მონაწილეობს
პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
·
მუს.IX.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების
ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
·
შეარჩევს მისთვის
საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს / შემსრულებელს /კომპოზიტორს;
·
მოიძიებს და
ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, შემსრულებლის
შესახებ;
·
მოხსენების / სტატიის სახით წარმოადგენს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას
მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ იმ მუსიკოსის შესახებ;
·
მოიძიებს მუსიკალურ
(აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო
აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს;
·
წარმართავს
დისკუსიას, სვამს და უპასუხებს კითხვებს;
მუს.IX.9. მოსწავლე აცნობიერებს
მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
·
საუბრობს ხალხური
მუსიკის სოციალურ დანიშნულებაზე (ყოფასთან
კავშირი, კოლექტიური შემსრულებლობა, ზეპირი გადაცემის ტრადიცია, ანონიმურობა,
მუდმივი ცვალებადობა);
ინტეგრირებული
საგნები:მუსიკა. ხელოვნება.
პროექტში მონაწილეობენ :VIII კლასის მოსწავლეები
პროექტის ვადები: ორი თვე
პროექტის
განხორციელების აქტივობები და გზები
პროექტის დაწყებამდე: მოცემული პროექტი მოითხოვს ხალხური ფოლკლორის შესახებ საბაზისო ცოდნას, ამიტომ საწყის ეტაპზე
,,გონებრივი იერიშის“ გამოყენებით დავსვამ კითხვებს: რა იცით ხალხური ფოლკლორის შესახებ?, როგორ გესმით გამოთქმა: ხალხური
ფოლკლორი ჩვენი ქვეყნის სავისიტო ბარათია? დაასახელეთ ხალხური სიმღერების შემსრულებლები და სხვა. ამ გზით დავადგენ
რა ცოდნასა და უნარებს ფლობენ მოსწავლეები მოცემულ თემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩავატარებ მინი ლექციას ქართული მუსიკალური
დიალექტების შესახებ,
პირველი ეტაპი: მოსწავლეებს ვაცნობ
თემას
და
მიმოვიხილავ
ზოგად
ჭრილში.საუბრის
შემდეგ
მოსწავლეები
შეეცდებიან
გაიხსენონ
თემასთან
დაკავშირებული
ყველა საკითხი,ნაცნობი
ინფორმაცია,
ჩამოაყალიბონ
შეკითხვები, შეიმუშაონ გეგმა.
ჩავატარებ ჯგუფურ მუშაობას. კლასს დავყოფ5 ჯგუფად,
სადაც
ხდება
მოვალეობების
გადანაწილება
(ვინ
არის
პასუხისმგებელი
კონკრეტული საქმიანობის შედეგზე,
ვინ
არის
შემსრულებელი,
ვინ
რას
და
როდის
აკეთებს,
ვინ
უკეთ
ფლობს
საინფორმაციო
ტექნოლოგიებს,
ვინ
ხატავს,
ვის
აქვს
ორიგინალური
ხედვა, ვის შეუძლია ხალხური სიმღერის შესრულება, ან იმ კუთხის დამახასიათებელი ცეკვის შესრულება)და სხვა.
ფუნქციების
გადანაწილების
შემდეგ
მოსწავლეებს
მივუთითებ
ინფორმაციის
წყაროებს.მოსწავლეები აყალიბებენ
კვლევის
გეგმას,
სადაც
დაწვრილებით
აღწერენ კვლევის
პროცესის
ყველა
ნაბიჯს(
ლიტერატურის
, ინტერნეტიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან
ინფორმაციის
შეგროვებას),
ადამიანური
(რესპოდენტების
მონახვა), მატერიალიური(ტრანსპორტის,ფორმატის
ფურცლების,
ფერადი
ფანქრებისა
და
საღებავების
,მარკერების
,აუდიო
და
ვიდეოაპარატურის)რესურსების
მოძიებას. შემდეგ
ეტაპზე უკვე იწყებენ მუშაობას.
მეორე ეტაპი:
იწყებენ პროექტის რეალურად ხორცშესხმას, ინფორმაციის
შეგროვებას,
შეჯერებას,
ანალიზს,
უღრმავდებიან
საკვანძო
საკითხებს,იწყებენ
ჩანაწერების
წერას. ვესაუბრები თუ როგორ უნდა დაამზადონ რეფერატები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად და გაითვალისწინონ შეფასების რუბრიკაში
მითითებული კომპონენტების მნიშვნელობა.ამის შემდეგ ვაცნობ ჩემს მიერ პროექტისთვის მომზადებულ სლაიდს მათი მოტივაციის ასამაღლებლად და ვანახებ
თვალსაჩინოებას, თუ როგორ უნდა იმუშაონ ჯგუფებში, სლაიდების პრეზენტაციისთვის.
მესამე ეტაპი:
პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია შუალედური
მუშაობის
პროცესის
მონიტორინგი,
ამიტომ
შესამოწმებლად გამოვიყენებ ჯგუფური
მუშაობის პრეზენტაციას, თუ
რა ეტაპზე იმყოფება
მუშაობის
პროცესი, მივცემ შესაბამის
რეკომენდაციებს
თუ
რამდენად
ზუსტად
შეესაბამება
ძირითად
თემს
მოძიებული
მასალა,ზრუნავენ
თუ
არა
პროექტის ვიზუალურ მხარეზე , რამდენად იყენებენ
საკუთარ
შემოქმედებით პოტენციალს. ამის შემდეგ მუშაობას
იწყებენ
წიგნის ,,საქართველოს კუთხეები“ გამოშვებას.
სადაც
მათი
გემოვნებისა
და
შესაძლებლობების
გათვალისწინებით ყველა ჯგუფი(წინასწარ
შეთანხმებული
მასალით)
დაამზადებს
სხვადასხვა
კუთხის
მუსიკალური
დიალექტების
გამომხატველ
ვიზუალურ
მასალას..ამას
დაეთმობა
გარკვეული
დრო
რის
შემდეგაც
მოხდება
ჯგუფების
პრეზენტაცია
და
რუბრიკით
შეფასება.
მეოთხე ეტაპი:
რამოდენიმე კვირის განმავლობაში მოსწავლეებს ვაწვდი დამატებით ლიტერატურულ თუ ელექტრონულ მასალას, ეს არის
მნიშვნელოვანი ეტაპი სადაც თავს მოუყრიან ყველა იმ მასალას რაზეც იმუშავეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
პროექტის თემის გასაცნობად პედაგოგი ისაუბრებს ზოგადად ფოლკლორის შესახებ. დასვამს კითხვას: რა არის დიალექტი?, რა ხელოვნების დარგებს აერთიანებს
,, ფოლკლორი“?. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც მოხდება ყველა წამოჭრილი კითხვის გენერირება. პედაგოგი შეეცდება დისკუსიის დასასრულს
საუბარი წაიყვანოს ლოგიკურ დასასრულამდე ისე, რომ მოსწავლეებს დაანახოს ქართული მუსიკალური დიალექტების მნიშვნელობა. დაიგეგმება ჯგუფური
მუშაობა და დამზადდება კედლის გაზეთი: ,,ჩვენ გვიყვარს ქართული ფოლკლორი“რის შემდეგაც მოეწყობა, პრეზენტაცია და
ჯგუფების მუშაობა შეფასდება წინასწარ შემუშავებული პრეზენტაციის რუბრიკით. ამის
შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებში იმუშავებენ ელექტრონული პრეზენტაციებისთვის. ამ აქტივობის
დასრულების შემდეგ შეფასდებიან რუბრიკით.
პროექტის
დასასრულს მასწავლებელი მისცემს დავალებას, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს როლური თამაშები.
შესაბამისი კუთხისათვის დამახასიათებელი ხალხური ფოლკლორით( სიმღერა, ცეკვა, სკეჩი,ხალხური კაფიობა) და პროექტის ბოლოს გამართოს
თემატური ღონისძიება თემაზე: ,,ხალხური ფოლკლორი უკვდავია“. ღონისძიების შემდეგ წინასწარ შემუშავებული რუბრიკით შეფასდეს
თვითეული ჯგუფის მიერ შესრულებული დავალება.
პროექტის ბოლოს მოხდება ღონისძიების განხილვა, მთლიანი პროექტის შესრულებისთვის ჯგუფების შეფასება შესაბამისი ფორმებით. ა)ორგანიზება
ბ)შინაარსის
კორექტულობა გ)კვლევა დ)თვალსაჩინოებები, ე)შემოქმედებითობა,ვ)კავშირი
სხვა
საგნებთან, ზ)პრეზენტაცია. ასევე დაწერენ
საკუთარი შთაბეჭდილებებს, როგორ შეიცვალა მათი აღქმა პროექტში მონაწილეობის შემდეგ.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
გავარკვევ, რა საბაზისო ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე. შემდგომ მუშაობის პროცესში გამოვიყენებ
რეფერატის შეფასების რუბრიკას, რომელიც საშუალებას მომცემს განვსაზღვრო, რამდენად კარგად ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები
და რამდენად სწორედ შეუძლიად მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება. პრეზენტაციის რუბრიკას გამოვიყენებ, როგორც შუალედური
პრეზენტაციის დროს ,ისე პროექტის ბოლოს პრეზენტაციის შესაფასებლად( გარკვეული სახეშეცვლილი ფორმით).ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
რათა გაიგონ, თუ რა მოლოდინი არსებობს ჯგუფური მუშაობის პროცესში, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თვითეული ჯგუფის მიერ
შესრულებული დავალება. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოვიყენებ სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკას.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
1მოსწავლემ იცის და უყვარს ქართული ხალხური შემოქმედება.
2მოსწავლე კუთხეების მიხედვით
ქართულ ტრადიციულ სიმღერებზე და მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ მოძიებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით მოახდინა მათი დახარისხება და დაჯგუფება.
3.დაამზადა წიგნი,,საქართველოს კუთხეები“
4. აკეთებს კედლის გაზეთს ,,ჩვენ გვიყვარს ქართული ფოლკლორი“ და სლაიდ–შოუს პრეზენტაციას.
5 მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას და მსჯელობს არგუმენტირებულად
ხელოვნების დარგების მჭიდრო კავშირზე. ავლენს ტრანსფერის უნარს.
6. მონაწილეობს კლასის ღონისძიებაში.
რეფერატის
შეფასების რუბრიკა
გამოკვეთავს ძირითად პრობლემას
|
1
|
საზღვრავს
თემის მიზანს
|
1
|
მოიპოვებს
და იყენებს დამხმარე მასალას/ ლიტერატურას/ილუსტრაციას
|
2
|
აფასებს
სხვადასხვა წყაროში გადმოცემულ თვალსაზრისებს
|
1
|
გამოხატავს
საკუთარ აზრს და ამყარებს არგუმენტებით
|
2
|
აყალიბებს ცნებებს და მოვლენებს აკავშირებს
ერთმანეთთან
|
2
|
აკეთებს
დასკვნას
|
1
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
პრეზენტაცია წარუმატებელია
|
პრეზენტაცია დამაკმაყოფილებელია
|
პრეზენტაცია წარმატებულია
|
თემა შეესაბამება სასწავლო მასალას
|
სასწავლო მასალა საერთოდ არ შეესაბამება გაკვეთილის მთავარ თემას.
|
სასწავლო მასალა ნაწილობრივ შეესაბამება გაკვეთილის მთავარ თემას.
|
ასწავლო მასალა ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული,შეესაბამება გაკვეთილის მთავარ თემას.
|
ვერბალური და არავერბალური კომუნუკაცია
|
უჭირს, ან არ აქვს განვითარებული ვერბალურ და არავერბალურ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
|
აქვს ხარვეზები ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციის უნარებში.
|
ფლობს ვერბალურ და არავერბალურ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.
|
ტექნიკის, თვალსაჩინოების გამოყენება
|
უჭირს ან საერთოდ ვერ იყენებს ტექნიკას, არაეფექტურია ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენება.
|
ვიზუალიზაციის ხერხები გამოყენებული აქვს, თუმცა შეიმჩნევა ხარვეზები.
|
მიზანმიმართულად, სწორედ იყენებს ტექნიკას და ვიზუალურ თვალსაჩინოებას.
|
ინფორმაციის ანალიზი და შეფასება
|
არ აქვს ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარი
|
აქვს ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარი, მაგრამ შეიმჩნევა ხარვეზები.
|
აქვს ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარი
|
კითხვა- პასუხი
|
უჭირს, ან საერთოდ არ შეუძლია პასუხების გაცემა.
|
პასუხები არ არის სრულყოფილი და დამაჯერებელი.
|
სრულყოფილ და დამაჯერებელ პასუხს ცემს ყველა შეკითხვას.
|
დროის ლიმიტი
|
საერთოდ არ იცავს დროის ლიმიტს.
|
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
|
ზუსტად იცავს დროის ლიმიტს
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციის გააზრება
|
გაუჭირდათ ინსტრუქციის გააზრება
|
ჯგუფმა გაიაზრა მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების ინსტრუქცია, მაგრამ არის ხარვეზები.
|
ჯგუფმა ზუსტად გაიაზრა მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქცია.
|
თანამშრომლობა
|
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს, არ აქვთ თანამშრომლობის უნარი.
|
კამათობენ,უსმენენ ერთმანეთს და მეტნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს, აქვთ ხარვეზები თანამშრომლობის დროს.
|
კამათობენ,უსმენენ, იზიარებენ ერთმანეთის აზრს, თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში, უჭით დროის კონტროლი
|
დაიცვეს დროის ლიმიტი, მაგრამ ქონდათ ხარვეზები
|
მაქსიმალურად დაიცვეს დროის ლიმიტი
|
სამუშაოს ორგანიზება
|
არა ორგანიზებული და ჩამოუყალიბებელია ჯგუფის მუშაობა
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყუფილებელია,მაგრამ აქვთ ხარვეზები.
|
ჯგუფის მუშაობა ჩამოყალიბებული და ორგანიზებულია.
|
სასწავლო პროექტის საბოლოო შეფასება
კრიტერიუმი
|
კარგი
|
საშუალო
|
დამაკმაყოფილებელი
|
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული
|
|
|
|
მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია
|
|
|
|
ამოცანები.
რამდენად
შეესაბამება
თითოეული
ამოცანა
პროექტის
მიზანს
|
|
|
|
განხორციელების
გზები. რამდენად უზრუნველყოფს
მიზნის
მიღწევას,
რამდენად
რაციონალურია
და პრაქტიკული,
რამდენად
რეალურია
ვადები
და არის
თუ არა
ფუნქციები
გადანაწილებული
ჯგუფის
წევრებს
შორის
|
|
|
|
შედეგი:
რამდენად
რეალურია
აღნიშნული
შედეგის
მიღწევა
და რამდენად
შეესაბამება
მიზანს
|
|
|
|
რესურსები.
რამდენად
ზუსტად
არის
განსაზღვრული,
რა არის
საჭირო
პროექტით
გათვალისწინებული
საქმიანობებისთვის
|
|
|
|
დიზაინი. რამდენად ლოგიკურად
არის
აგებული
პროექტი
(თანმიმდევრობა),
ლაკონური
და მარტივი
ენა
|
|
|
|
No comments:
Post a Comment