პროექტი: ,,მუსიკა კინო სამყაროში“
ჯგუფური მუშაობა
პრეზენტაცია
დაამზადეს კინოსტუდიის მაკეტი
პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის
გეგმა
IX - კლასი
82-ე სკოლა
1. პროექტის სახელწოდება:
,,მუსიკა კინო სამყაროში“
|
2. პროექტში მონაწილეები: IX კლასის მოსწავლეები
|
3. პრობლემების ანალიზი: სასწავლო წლის დასაწყისში გაკვეთილის
თემა იყო: ,მუსიკა კინოსა და თეატრში“. იმისათვის რომ ეს გაკვეთილი უფრო მეტად
საინტერესო ყოფილიყო გადავწყვიტე მეჩვენებინა ფილმი
ქართული კინოენციკლოპედია
-.ამ ვიდეო მსალის შემდეგ
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი და მომაწოდეს იდეა სამომავლო სასწავლო
პროექტის.მიუხედავად იმისა, რომ
ვცხოვრობთ კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც ადამიანს ხელი მიუწვდება ნებისმიერ მასალაზე,
მაინც ვთვლი, რომ ვერ ფლობენ სათანადო ცოდნას კინო ხელოვნებასთან მიმართებაში.მოსწავლეთა
უმეტესობას არ შეუძლია საუბარი, იმის შესახებ
·
თუ რა დანიშნულება აქვს კინო ხელოვნებას ადამიანის
ცხოვრებაში.
·
რა განვითარების ეტაპები განვლო მოძრავი გამოსახულებიდან თანამედროვე ტექნოლოგიებამდე.
·
როგორია დრამატურგიული ნაწარმოების
სტრუქტურა
და მისი მნიშვნელობა კინო და ტელე ხელოვნებაში.
·
კინო ხელოვნების რა ჟანრები განვითარდა წლების განმავლობაში.
|
4. პროექტის მიზანი. :
მოსწავლეებში
წიგნიერების, მედიაწიგნიერების,
ციფრული და სოციალურ სამოქალაქო კომპეტენციების გაზრდის მიზნით
·
გამოიკვლევენ მსოფლიო და ქართული კინო ხელოვნების
ჩასახვის ისტორიას
·
მონიტორინგს
გაუწევენ საკუთარი ცოდნის პროგრესს და შეაფასებენ რა იცოდნენ პროექტის
დასაწყისში და რა ცოდნა- უნარები შეიძინეს
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პროექტის დასასრულს.
·
განივითარებენ უნარს დაინახონ ადამიანური
სიმართლე, ეროვნული
ხასიათები, სოციალური
მხარეები და შეძლონ
კავშირის დამყარება დღევანდელობასთან.
·
გამოუმუშავდთ,
მიზნის დასახვის,დაგეგმვის, ინფორმაციის მოძიების, კვლევის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი და თანაშრომლობის უნარ
-ჩვევები.
|
5. პროექტის ამოცანები :
ფილმების ჩვენება.
ნახატების გამოფენა, ,, კინო ხელოვნების ვარსკვლავები“
ფოტო ალბომის დამზადება
ჯგუფური მუშაობა - თანამედროვე კინოსტუდიის
მაკეტის დამზადება
კითხვარის შევსება
|
6. მოსალოდნელი შედეგები :
მოსწავლეები შეისწავლიან და გაიღრმავებენ
ცოდნას კინოს ისტორიას შესახებ, შეაგროვებენ მასალებს,
რაც მოგვცემს ამ
თემაზე სიღრმისეულ განათლებას
და ასევე გამოიწვევს
ერთმანეთში სულიერი
განწყობილების შემდგომ ამაღლებას.
სხვადასხვა ჟანრის კინოფილმების ნახვის შემდეგ დაინახავენ,
იმ ღირსებულებებს,რომლითაც ისინი
უნდა იყვნენ შემკულნი.
უკეთ გაიცნობენ ცნობილ
ადამიანებს,ასევე
სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებებს
და მათ იდეურ-მხატვრულ
შინაარსს. განივითარებენ
უნარს დაინახონ ადამიანური
სიმართლე და ეროვნული
ხასიათები, ცხოვრებისეული სოციალური მხარეები
და შეძლონ კავშირის
დამყარება დღევანდელობასთან.
მუს. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს
პროექტის მიზანს;
·
გეგმავს
პროექტს და ანაწილებს ფუნქციებს;
·
მოიძიებს
თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
·
მონაწილეობს
კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის
დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში;
·
მონაწილეობს
პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
მუს.IX.6. მოსწავლეს შეუძლია
გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
·
წარმართავს დისკუსიას, სვამს და უპასუხებს კითხვებს;
·
ავრცელებს
მოძიებულ მასალას; ქმნის არქივს სხვებთან ერთად.
მუს.IX.7.
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი და სხვისი შემოქმედების
განხილვა.
·
მონაწილეობს
გაკვეთილზე შესრულებული შემოქმედებითი დავალების, საჯარო, განხილვაში;
·
კორექტულია
აზრის გამოთქმის დროს.
მუს.IX.9. მოსწავლე აცნობიერებს
მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
·
ახასიათებს სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
·
მსჯელობს მუსიკის
როლზე ხელოვნების სხვა დარგებში.
|
7.მიზნობრივი ჯგუფი/ები
|
8. ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
1- პროვოცირება.
მოსწავლეების პროვოცირების მიზნით, მოსწავლეებს
ვაჩვენებ სლაიდ შოუს ,,კინოს ისტორია“
.ვისაუბრებ
კინოს შესახებ,როგორ დაიწყო მუნჯი ფილმით და როგორ განვითარდა თანამდეროვე კინო
ხელოვნებამდე. კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ. კინოხელოვნება არის ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი. მე- 20 საუკუნის განმავლობაში კინო ინდუსტრიამ უდიდესი პროგრესი განიცადა , უხმო კინოს მოჰყვა ხმა, შემდეგ ფერადი გამოსახულება, ტექნიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო დაიხვეწა კინოს მონტაჟის და სპეც-ეფექტების ხარისხი, დღეს დღეისობით კინო ყოველი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი ინდუსტრიაა. რომელშიც გაერთიანებულია უამრავი ადამიანი.ასვე ვისაუბრებ კინოფესტივალების
შესახებ, მაგ: ბერლინის კინოფესტივალი – „ოქროს დათვი“ ვენეციის კინოფესტივალი
,,ოქროს ლომი“ კანის კინოფესტივალი ,,ოქროს ლამპის რტო“. ასევე მოკლედ მიმოვიხილავ,
კინოხელოვნების პრემიებს: ,,ოსკარი“ ,,სეზარი“. ყურადრებას გავამახვილებ კინოსტუდიებზე
. სადაც უამრავი შესანიშნავი, სხვადასხვა ჟანრის ფილმები იქმნება მაგ;
მე–20 საუკუნე ფოქსი, პარამაუნთი, ჰოლივუდი და ხვა. ასევე შევხები ქართულ კინო ხელოვნებას და მოკლე ჭრილში განვიხილავ მისი განვითარების ეტაპებს, იმ მსახიობებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში.
2 ფილმების
ჩვენება
პროექტში
მონაწილეები იკვლევენ მსოფლიო და ქართული
კინოს ჩასახვის ისტორიას, მის პირვანდელ და დღევანდელ სახეს. ეტაპობრივად გაეცნობიან სხვადასხვა ჟანრის ფილმებს, რომელთა ნახვის
დროს დაინახავენ
იმ ღირებულებებს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემკულნი. ფილმის ჩვენების შემდეგ,ყოველთვის გაიმართება
დისკუსია.
·
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რითაც
გამოჰყობდით ამ ფილმს.
·
რა მოგეწონა მთავარი გმირის პიროვნული
თვისებებიდან და რა არა?
·
შენ რომ მთავარი გმირის როლში ყოფილიყავი,
როგორ გადაწყვეტდი იმ პრობლემას, რაც მას კინო როლის შესრულების დროს გადახდა?
·
რა იყო მთავარი იდეა, რაც რეჟისორმა ამ ფილმით
გვითხრა?
3. ნახატების გამოფენა,
,, კინო ხელოვნების ვარსკვლავები“
მასწავლებელი პროექტზე მუშაობის დროს გადანაწილდებიან ჯგუფებად მათი შესაძლებლობებისა და უნარების
გათვალისწინებით. მოიძიებენ ინფორმაციას მათთვის ცნობილი
მსახიობებისა და რეჟისორების შესახებ დახატავენ სასურველ პიროვნებებს, რის
შემდეგაც მოვაწყობთ გამოფენას.
4.ფოტო ალბომის
დამზადება
მოსწავლეები განაგრძობენ მუშაობას ჯგუფებში და დაამზადებენ ფოტო
ალბომებს მათი საყვარელი მსახიობებისა და ცნობილი რეჟისორების სურათებით.ასევე
ალბომში შეტანილი იქნება კადრები მათი საყვარელ ფილმებიდან და მოკლე ინფორმაცია
ამ სურათების შესახებ.
მოსწავლეების ასეთი აქტივობა გაამდიდრებს მათ ინტელექტუალურ
შესაძლებლობებს კინო ხელოვნების შესახებ. ფოტო ალბომებზე მუშაობა კი გამოიწვევს მათში სულიერი განწყობილების ამაღლებას ამით უკეთ გაეცნობიან
მსოფლიო და ქრთულ კინო ხელოვნებას.
5.ჯგუფური მუშაობა - თანამედროვე კინოსტუდიის მაკეტის დამზადება
პროექტის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს, მათი
თვალით დანახული თანამედროვე კინო სტუდიის მაკეტის დამზადება. მოეწყობა გამოფენა
და საუეთესო ნამუშევრის შეფასება.
6 შეფასება.
|
პროექტი:
,, მუსიკალური საკრავები ძველ მითაბსა და ლეგენდებში, ქართულ ხალხურ ზღაპრებში“
ჯგუფური მუშაობა.
პრეზენტაცია.
დაამზადეს მუსიკალური ინსტრუმენტები
პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის
გეგმა
VIII - კლასი
82-ე სკოლა