Tuesday, October 29, 2019




                                        ვენის კლასიკოსები




ავსტრიაში XVIII ს. მეორე ნახევარში განმანათლებელთა იდეების ზეგავლენით ჩამოყალიბებული მუსიკალური მიმართულება. მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ფრანც იოზეფ ჰაიდნი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ვენის კლასიკოსთა შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ცხოვრების ჭეშმარიტი, რეალური ასახვა, სადა, იმავდროულად, ნათელი და გამომსახველი მუსიკალური ენა. მათ შემოქმედებაში დაფიქსირდა სიმფონიური ორკესტრის კლასიკური შემადგენლობა. სრულყოფილი სახე მიიღო საკრავიერმა ჟანრებმა (სონატა, სიმფონია, კვარტეტი).

იოზეფ ჰაიდნი (1732-1809 წწ.) ვენის კლასიკური სკოლის პირველი წარმომადგენელია. მის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია სიმფონიის ჟანრს (100-ზე მეტი, უწოდეს „სიმფონიის მამა“) და სიმებიან კვარტეტს (89), მას ეკუთვნის აგრეთვე ორატორიები („წელიწადის დრონი“, „სამყაროს შექმნა“), 24 ოპერა და მრავალი სხვ.




ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა (1756-1791) ნამდვილი გადატრიალება მოახდინა საოპერო ჟანრში. მისი საოპერო ქმნილებები („ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჟუანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“ და სხვ.) გამოირჩევა როგორც იშვიათი მელოდიურობით, ისე დრამატურგიული სრულყოფილებით (უწოდეს „მუსიკის შექსპირი“). მისმა სიმფონიებმა გზა გაუკაფა ბეთჰოვენის შემოქმედებას (განსაკუთრებით, სიმფონია No41 – „იუპიტერი“); შექმნა საკრავიერი კონცერტის კლასიკური ფორმა, გენიალური „რეკვიემი“ და მრავალი სხვ.








ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წწ.) ძირითადად, სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მისი 9 სიმფონიიდან განსაკუთრებით რთული, ღრმა და გრანდიოზულია IX სიმფონია - მსოფლიო სიმფონიური მუსიკის შედევრი. პირველად მუსიკის ისტორიაში, სიმფონიის ფინალში ბეთჰოვენმა გამოიყენა გუნდი. ისტორიული როლი შეასრულა მისმა საკრავიერმა კონცერტებმა, აღსანიშნავია საფორტეპიანო სონატები, რომელთაგან „მთვარის სონატა“, „პათეტიკური“ და „აპასიონატა“ სავიოლინო სონატებთან ერთად ამ ჟანრის მწვერვალს წარმოადგენს, მასვე ეკუთვნის 91 სიმღერა, 70-ზე მეტი გუნდი, ვოკალური ანსამბლები, ოპერა „ფიდელიო“ და მრავალი სხვა.



Saturday, June 22, 2019



  




 თემატური გეგმები VI კლასი- 2019წ

  გეგმა N1
საგანიმუსიკა
მასწავლებელინაზიბროლა გოჩიაშვილი

#
თემა და მასში შემავალი საკითხები
პერიოდი
საათების რაოდენობა
თემის შესწავლის მიზანი
შედეგების ინდექსი ესგ-დან
სწავლების მიდგომები/მეთოდები
რესურსები
შეფასების ტიპები და ინსტრუმენტები
1
 თემა:ადამიანის პორტრეტი მუსიკაში
1.დაკვირვება- ამოიცანი ხმები
2. გაზომვა- იზომება თუ არა ინტონაცია.
3. ექსპერიმენტი - ინტონაცია ხალხურ მუსიკაში.
4.ინფორმაციის დამუშავება - ამოიცანი მუსიკალური პორტრეტი,ეს საინტერესოა, ,,მგალობელი შაშვი
5. მოდელები - ნიმუშები ქართული პროფესიული მუსიკიდან,სურათები გამოფენიდან,. შუბერტი ,,ავე-მარია
17.09
9.10
15 სთ
მოცემული მასალის საფუძველზე, მუსიკის გამომსახველი საშუალებების: მელოდია, ჰარმონია, რითმი კილო, ( მინორული მაჟორული)ტემპი, ტემბრი ხერხების გამოყენებით, ადამიანის ხასიათის, მისი ოუსიკალური პორტრეტის შექმნა.სალაპარაკო და მუსიკალური ინტონაციის გააზრება და ურთიერთკავშირი. ინტონაციის როლი მუსიკალური პორტრეტის შექმნაში.

მუს.დაწ.(II).1, 2;მუს, დაწ.(II).3.მუს. დაწ.(II).4,5,6,7.
მინი ლექცია.
დისკუსია.კითხვა-პასუხი.გონებრივი იერიში. კოგნიტური სქემები.
მეექვსე კლასის სახელძღვანელო.
გამომც. - ,, კლიოდა ,, წყაროსთვალი
განმავითარებელი კომენტარები (წერილობითი.ზეპირი)
  განმსაზღვრელი შეფასება.


თემატური გეგმა N2



#
თემა და მასში შემავალი საკითხები
პერიოდი
საათების რაოდენობა
თემის შესწავლის მიზანი
შედეგების ინდექსი ესგ-დან
სწავლების მიდგომები/მეთოდები
რესურსები
შეფასების ტიპები და ინსტრუმენტები
1
 ნივთიერების თვისებები -
რა  არის მუსიკა და როგორ მოქმედებს ჩვენზე.

ფიზიკური და ქიმიური მოვლენები -
მკვლელი მუსიკა





ადამიანი და გარემო -
მუსიკა და ფსიქოლოგია.

ქიმიური დამწვრობა და მოწამვლა-
ანტონიო სალიერის შესახებ
10.10 2018- 15.11
11 სთ
მოსწავლემ შეძლოს დაასახელოს რა თვისებები ახასიათებს მუსიკას და რა გავლენას ახდენს ადამიანზე..

მოსწავლემ  შეუძლოს კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემა რა ქიმიური ფაქტორები ახდენს ადამიანზე  მავნე ზემოქმედების მოხდენას, (როგორ?) მოქმედებს გარემო ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე.
დააკვირვების საფუძველზე იმსჯელოს
(რატომ?)მოქმედებს ქიმიური მოწამვლა ადამიანის ორგანიზმზე.

მუს.დაწ.(II).1, 2;მუს, დაწ.(II).3.მუს. დაწ.(II).4,5,6,7

გონებრივი რუქა,
დისკუსია.
კითხვა-პასუხი.
კოგნიტური სქემები.

მინი ლექცია
4. http://genia.ge/?p=20677
განმავითარებელი კომენტარები (წერილობითი.ზეპირი)
   შესასვლელი,გასასვლელი ბილეთები, ტესტი,კითხვა-პასუხი.









თემატური გეგმა N3



#
თემა და მასში შემავალი საკითხები
პერიოდი
საათების რაოდენობა
თემის შესწავლის მიზანი
შედეგების ინდექსი ესგ-დან
სწავლების მიდგომები/მეთოდები
რესურსები
შეფასების ტიპები და ინსტრუმენტები
1
 1-სუფთა ნივთიერება და ნარევი.
1- მუსიკა -  შერეული გუნდი.

2 - როგორი ნარევები არსებობს?
2 - როგორი სახის ინსტრუმენტები არსებობს მუსიკაში

3 -  ნარევების დაყოფა
მუსიკალური ინსტრუმენტების დაყოფა ჯგუფებად.
      4.როგორ გამოვყოთ ნივთიერება ნარევიდან
როგორ გავარჩიოთ ინსტრუმენტები ერთმანეთისგან.
16.11-
22.12

12სთ

მოსწავლემ შეძლოს ერთგვაროვანი გუნდის განსხვავება,შერეული გუნდისაგან.
გაიაზროს და შეისწავლოს მუსიკალური ინსტრუმენტების შექმნის პროცესები და შეძლოს მათი განსხვავება როგორც ინსტრუმენტების ჟღერადობის ,ისე მათი ვიზუალური თავისებურებების გათვალისწინება.

შეძლოს სხვადასხვა ინსტრუმენტების და მათი დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობა. ასევე საკუთარი დაკვირვების საფუძველზე  ინსტრუმენტების დაჯგუფება, მათი ამოცნობა და შესაბამის საორკესტრო შემადგენლობაში შეყვანა.
წარმოდგენილი მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორიულ კონტექსტში განხილვა.


მუს.დაწყ.(II).2.
ბგერის, ხმის, ხმაურის, მღერისა და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა.

გონებრივი რუქა,
დისკუსია.
კითხვა-პასუხი.
კოგნიტური სქემები.
ვორდის ფაილში ატვირთული ინფორმაცია.
განმავითარებელი კომენტარები (წერილობითი.ზეპირი)
   თხვა-პასუხი.